saturday, april 22, 2017.
პროექტის
მთავარი
თემა: Dogs and other pets.
პროექტის
აქტუალობა:ბავშვებმა კარგად დაიმახსოვრონ შესწავლილი მასალა,თუ რა
ცხოველები ცხოვრობენ სახლში ჩვენს გვერდით და როგორია
ესა თუ ის
ცხოველი,სად ცხოვრობენ,
რას მიირთმევენ და ა.შ.
პროექტის
მიზნები: ბავშვებმა ისწავლონ ჯგუფურად მუშაობა და შესწავლილი
მასალის გამოყენება.
მონაწილეთა
ასაკი:11-12
წელი
ვადები/ხანგრძლივობა:14 დღე
მოსალოდნელი
შედეგები: .პროექტის ბოლოს მოსწავლეები
წარმოადგენენ პრეზენტაციებს , ფერმის მაკეტებს.
პროექტისათვის
საჭირო
ძირითადი
რესურსები: ფერადი ქაღალდები,პატარა სათამაშო ცხოველები, პლასტელინი, ფერადი
ფანქრები კალამი,ფურცლები....
პროექტის
მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს პროექტის მთავარ იდეას ,აუხსნის მათ პროექტის
მიზანს და დაყოფს
მათ ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს დაევალება შექმნას ფერმის მაკეტი ან ილუსტრირებული
წიგნი,რომელშიც იქნება ფერმის ცხოველების და ფერმაში
მდგარი შენობების სურათები.სურათებს თან უნდა
ახლდეს განმარტებები ინგლისურ ენაზე.ბავშვები შეიკრიბებიან,ჯგუფებში ზოგიერთი მათგანი გააკეთებს ფერმის მაკეტს, ზოგიერთი მათგანი კი ილუსტრირებულ
წიგნს(სურვილის მიხედვით).შემდეგ ამ ნამუშევრებს
მოიტანენ სკოლაში და მოეწყობა
გამოფენა.
ეროვნულ
სასწავლო
გეგმასთან
კავშირი:
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთანთანამშრომლობა.
უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
პროექტის
ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): მაია ქიტესაშვილი ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:maia qitesashvili9@gmail.com
No comments:
Post a Comment